X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ქალაქ თერჯოლაში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია,

25 ოქტომბერი 2025

ქალაქ თერჯოლაში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 16 მილიონი ლარით ფინანსდება. მიუხედავად იმისა, რომ თერჯოლის მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგება აქვს, არსებული ქსელი მოძველებულია და სრული რეაბილიტაცია სჭირდება

პროექტის ფარგლებში: შენდება საფილტრი სადგური, საქლორატორო, სატუმბო სადგური და ახალი რეზერვუარი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარს, მოეწყო 44 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და 4,6 კმ მაგისტრალური მილი, მიმდინარეობს აღრიცხვის კვანძების მონტაჟი – სულ 2 132 ერთეული

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა - 6 500 ბენეფიციარი - ისარგებლებს განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურით.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან - მანუჩარ რობაქიძესთან ერთად გაეცნო.